სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » ივლისი » 31 » ინიციატივა „საკვები ფუტკრებისთვის“
9:05 PM
ინიციატივა „საკვები ფუტკრებისთვის“

ინიციატივა „საკვები ფუტკრებისთვის“

მეტი ყვავილები ფუტკრებისთვის


   ფუტკრები ჩვენს დახმარებას საჭიროებენ, რადგან მთელი წლის განმავლობაში საკმარისი და მრავალფეროვანი სარჩო იშოვონ. ინიციატივა „ფუტკრების კვება“, კვლავაც ამ მწერებმა, თავიანთი მადლიანი საქმით გაუღვივეს ადამიანს. ბაღებში, თუნდაც აივანზე ყველას შეუძლია მოაშენოს მცენარეები, რომლებიც ყვავილის მტვერსა თუ ნექტარს იძლევა. გერმანელები წლის განმავლობაში საშუალოდ -1,2 კილოგრამი თაფლის მოხმარების რაოდნობით პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში.

      ინტერესი მშობლიური თაფლისადმი თანდათანობით იზრდება. ამ ყველაფერში კი  ერთი წლის წინ დაწყებულმა კამპანიამ „საკვები ფუტკრებისთვის“ დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენთან გაშენებული ხილი და ბოსტნეული ძირითადად ადრე გაზაფხულზე ჰყვავის. ჩვენი მიზანია მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ სასიკეთო წამოწყებაში, რასაც ჰქვია „საკვები ფუტკრებისათვის,““ აცხადებს პეტერ ბლეზერი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს წარმომადგენელი. მხოლოდ ჯანსაღად ნაკვებ ფუტკარს შეუძლია იყოს ძლიერი, შეცვალოს გარემო უკეთესობისაკენ, შეებრძოლოს დაავადებებს, პარაზიტებს; (მაგ. კარგად ცნობილ ვარროას).

 

 

სასარგებლო მითითებები მეფუტკრეებისგან

   სამინისტრო მეფუტკრეთა გაერთიანებებთან და სამრეწველო ასოციაციებთან ერთად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას შემდეგნაირად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაციები ფუტკარზე, ბაღთა გაერთიანებების, ასევე ცალკე არსებული ბაღების მთავარი საზრუნავი ფუტკრებია. კამპანიის მიზანია მოსახლეობა გახდეს მეტად მგრძნობიარე ამ საკითხისადმი, ფუტკრები ხომ ასე დიდ როლს თამაშობენ ჩვენი სიცოცხლისათვის. მათ გარეშე არ იქნებოდა თაფლი, ხოლო ხილი და ბოსტნეული იქნებოდა შეზღუდული რაოდენობით. მათ უმნიშვმნელოვანესი წვლილი შეაქვთ ბიომრავალფეროვნებაში. თავიდან თითქოს შიშის ზარს სცემს ეს არსება ადამიანს, რომელსაც მას არ იცნობს, მაგრამ საკმარისია ოდნავ მაინც დაუახლოვდე და ცხადი ხდება, რომ ისინი თავიანთი არსებით  სრულიად უწყინარნი არიან. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუნდაც მიახლოება ფუტკრის ოჯახთან  საფრთხეს არ წარმოადგენს, ისინი ადამიანებს არ ერჩიან.

 

გამოვიყენოთ პესტიციდები ისე, რომ ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იყოს

   კამპანიის მიზანია ასევე,  რომ ადამიანები პესტიციდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. აუცილებელია, რომ მებაღეებმა მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლაში ფუტკრებისათვის უვნებელ მეთოდებს მიმართონ. მცენარეების შესაწამლი პრეპარატების ყიდვისას საჭიროა ყურადღება მიექცეს,  არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს საშუალება ფუტკრებისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ საშუალებებზე მითითებულია ნიშანი B3 ან B4.  ასევე მნიშვმნელოვანია პესტიციდების გამოყენება ინსტრუქციის  ზუსტი დაცვით.

 

   არსად მსოფლიოში მცენარეთა სამკურნალო საშუალებები არ გადის  მის დაშვებამდე ისე მკაცრ შემოწმებასა და კონტროლს  როგორც ეს ევროკავშირშია,  გერმანიაში კი ზედიზედ ოთხი ორგანო იკვლევს და ატარებს ცდებს პრეპარატებზე, სანამ მათ ქვეყანაში გამოყენების უფლება მიენიჭებათ.

 

კვლევა:    სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური.

ეფექტუნარიანობა:    „das Julius Kühn-Institut“.

გარემოსთან თავსებედობა:    გარემოს დაცვის სააგენტო

მომხმარებელთა უსაფრთხოება:    რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტი.

 

   (პ.ს. პესტიციდებს რაც შეეხება, ჩვენთან, საქართველოში გერმანიისგან განსხვავებით კატასტროფული მდგომარეობაა, იმედი მაქვს ამ რჩევებს პირველ რიგში არა მეფუტკრები გაითვალისწინებენ).

 

წყარო/ორიგინალი:  www.bundesregierung.de

გ.ვეკუა

 

კატეგორია: უცხოური სიახლეები | ნანახია: 1808 | დაამატა: futkari | ტეგები: ფუტკრის მოვლა, პესტიციდები, ფუტკარი, დამტვერვა, მეტი საკვები ფუტკრებისთვის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები