სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2014 » აპრილი » 9 » ნოზემატოზი (კუჭის აშლა)
10:35 AM
ნოზემატოზი (კუჭის აშლა)

ნოზემატოზის პროფილაქტიკა ბიომეთოდებით

   ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. საქართველოში იგი ძირითადად ფარული ფორმით მიმდინარეობს ყველა საფუტკრეში. ჩვენთან ის კლასიკური ფორმით არ ვლინდება (ფაღარა­თით დასვრილი სკის კედლები, ჩარჩოები და მისაფრენი ფიცარი. ადრე გახაფხულზე ზანტად მცოცა­ვი ფუტკარი და ერთი მუჭა ბარტყი). მეფუტკრეე­ბი ამ დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ნაკლებ ყურადღე­ბას აქცევენ. არადა ეკონომიკური დანაკლი­სი ფუტკრის ნოზემატოზისგან ძალიან დიდია. ფუტკრებს ფეხებზე 32-400 ნაზემის სპორები აქვთ, ფრთებზე – 200-240, ანტენებსა და ხორთუმზე – 4-10. ამიტომ მკურნალობის გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიჭებისა და სკების დეზინფექციას. ფუტკრები ნოზემატოზით დაავადებულ დედა ფუტკრებს გაზაფხულზე მასობრივად ცვლიან, რითაც ფერხდება ოჯახის საგაზაფხულო განვითარება

 მწარე აბზინდის ნაყენი და ექსტრაქტი ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის

   ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ რუსი მეფუტკრეები იყენებენ მწარე აბზინდის სპირტის ნაყენს. ჭურჭელს, რომელსაც თავი კარგად უნდა ეხურებოდეს, სანახევროდ ავსებენ მწარე აბზინდის (რომელსაც ასევე ვერცხლისფერ აბზინდას ან სამკურნალო აბზინდას ეძახიან) დაკეპილი მასით. ჭურჭელი შეივსება ღვინის სპირტით, დროდადრო თუ შევანჯღრევთ, უკეთესია. ერთ კვირაში  ნაყენი მზადაა. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ერევა ერთ ლიტრ სიროფს, რომელიც ყოველ ჩარჩო ფუტკარზე 100-150 მლ-ის ოდენობით ეძლევა ფუტკრის ოჯახს 3-ჯერ 5-7 დღის ინტერვალით.

   ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აბზინდის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ბაღის სეკატორით ვჭრით მწარე აბზინდას ორ-სამ სანტიმეტრიან ნაჭრებად და ვავსებთ 3 ლიტრიან ქილას. მას ესხმება მდუღა­რე წყალი, ეხურება პოლიეთილენის თავსახური და თბუნდება. გაცივების შემდეგ 0,5 ლ ექსტრაქ­­ტი ერევა 30-40 ლ სიროფს. სამკურნალო სიროფი ზემოაღნიშნული დოზებით და ჯე­რა­დობით ეძლევა დაავადებულ ფუტკრის ოჯახს. ჩემი რჩევა იქნება, ნოზემატოზის პროფი­ლაქ­ტიკური მკურნალობა ჩაატაროთ ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებისას და ადრე გაზაფხულზე.

 
კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 1718 | დაამატა: futkari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები