სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » მაისი » 11 » ფუტკარი-ღვთაებრივი მწერი, საოცრება!
10:43 PM
ფუტკარი-ღვთაებრივი მწერი, საოცრება!

კაცობრიობისთვის ფუტკარი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ადამიანისა და ფუტკრის ურთიერთობა ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ  საკვებად თაფლის გამოყენება ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ესპანეთში  აღმოჩენილ „ობობას გამოქვაბულში“ აღბეჭდილია ფუტკარზე მონადირის ფრესკა, რომელიც მეცნიერთა  აზრით პალეოლითის (ქვის ხანის) ეპოქაშია შესრულებული.

დიდ ინტერესს იმსახურებს ის ფაქტი, რომ ფუტკრის გამოსახულება უძველესი დროიდან გამოიყენებოდა გერბებზე, მონეტებსა და სამკაულებზე. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში, ფარაონების პირველი დინასტიიდან დაწყებული (3222 – 2780 ჩვ.წ. აღ.) - ემბლემებზე, ძველ საბერძნეთში - ქალაქების გერბებზე და მონეტებზე. ფუტკრის ფიგურა, რომელზეც ჩამოკიდებული იყო ყვავილის მტვერის ბურთულები ხშირად გამოიყენებოდა სამკაულებზე. ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ვერცხლის მონეტა, სადაც ტახტზე მჯდომი ზავსის გვერდით ფუტკარია ასახული.

ისტორიული წყაროების შესაბამისად ფუტკრის მოშენებას ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნიდან ახდენდნენ.  მაგალითად, არისტოტელეს (384-322 ძვ.წ.) ნაშრომებში დეტალურად აღწერილია ფუტკრის ცხოვრება, მისი განვითარება და მოვლა. ხოლო ჰომეროსის,  ჰესიოდეს და ძვ. წ. IX-VIII   საუკუნეების სხვა თხზულებებშიც, შეგვიძლია ამოვიკითხოთ მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ძველი ბერძნები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ  თაფლსა და ცვილს. რომაელები ახდენდნენ ფუტკრის მოშენებას წკნელისგან მოწნულ და თიხით გალესილ ან ფიცრისგან დამზადებულ  სკებში.

საქართველოში ფუტკარზე ნადირობა, შემდგომში კი მეფუტკრეობაც აგრეთვე უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ამის თაობაზე მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო და ეთნოგრაფიული მასალა. „ახლაცაა შემორჩენილი იმ ადგილების სახელწოდებები, სადაც ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული ფუტკარი, რომელზეც ნადირობდა მოსახლეობა. ასეთია კახეთში - თაფლია კლდე, სოფ. შაქრიანის იმ სანახებში, რომელთაც დიდყური ეწოდება, ხევსურეთში - შავარდნის კლდე, ვანის რაიონში, მდინარე სულორის ზედა დინებაში - სათაფლია ქვა, ქუთაისთან - სათაფლია, ლანჩხუთში - სათაფლო კლდე.  ...ქართველ  ხალხს უყვარდა ფუტკარი, როგორც ღვთაებრივი მწერი და მას როგორც საოჯახო, ისე სამრეწველო მნიშვნელობა ჰქონდა. მეფუტკრეობა აკმაყოფილებდა არამარტო ქვეყნის შიდა მოთხოვნებს, არამედ სხვა პროდუქტებთან ერთად სავაჭროდ გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში“.

„ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფაში შინაური მეფუტკრეობის არსებობის შესახებ ადრინდელი უტყუარი ცნობა ძვ.წ. აღ. IV საუკუნეს მიეკუთვნება, საქართველოს დალაშქვრისას დამარცხებული და აფხაზეთიდან გაქცეული ბიზანტიის მთავარსარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე თავის „ანაბასისში“ წერდა, რომ კოლხეთში ბევრი ფუტკარი იყო, თაფლით დამთვრალი ჯარისკაცები ფეხზე ვეღარ დგებოდნენ, გიჟებს ჰგავდნენ და გრძნობაზე მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ მოდიოდნენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ უკვე იმ ეპოქაში შინაური მეფუტკრეობა მძლავრად იყო განვითარებული საქართველოს ტერიტორიაზე. აქაური თაფლის მათრობელა თვისებებს პლინიუსიც აღნიშნავდა (I ს. ჩვ. წ. აღ.).  ჭანების შესახებ იგი წერდა, რომ მათ  თაფლს მათრობელა თვისებები აქვს, რასაც იგი  იელის ყვავილს მიაწერს. ამიტომაც მიუთითებს, რომ „ეს ტომი რომაელებს ხარკს ცვილის სახით უხდის, მაგრამ თაფლით  ვაჭრობას არ აწარმოებენ მისი დამღუპველი თვისებების გამო“. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი კოლხეთის თაფლზე წერს:“ქვეყანა კარგია და ნაყოფიც კარგია, გარდა თაფლისა, რომელსაც ჩვეულებრივ მწარე გემო აქვს“. აგრეთვე იმ ეპოქის აღწერილობაში  აღნიშნავდნენ, რომ კოლხებს სამხედრო ეშმაკობაც გააჩნდათ, პომპეუსის შემოსევის დროს კოლხებს გზაზე, სადაც ჯარს უნდა გაევლო, მათრობელა თაფლით სავსე ჯამები დაუდგამთ, რომაელი ჯარისკაცები თაფლის ჭამით გაბრუებულან, რის შედეგად კოლხებს ადვილად დაუმარცხებიათ ისინი.

ასეთია - ისტორია და ლეგენდები. რეალურად კი ქართული ფუტკრის შესწავლა მე-18 საუკუნიდან დაიწყო.

„სისტემატიკის  მიხედვით ფუტკარი ეკუთვნის ფეხსახსრიანთა ტიპს (Arthopoda), მწერთა კლასს (Insecta), სიფრიფანაფრთიანების რაზმს (Himenoptera), ფუტკრისებრთა ოჯახს (Apide), ფუტკრის გვარს (Apis)“. მსოფლიოში გავრცელებული ფუტკრის ყველა  ჯიში პრიმიტიულია და ადგილობრივი პირობების ზეგავლენით ბუნებრივად არის წარმოშობილი. საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე აბორიგენული ჯიში - მთის რუხი ქართული ფუტკარიც  მრავალ გეოგრაფიულ პოპულაციას მოიცავს: მეგრულს, აფხაზურს, გურულს, ქართლურს და სხვას.

ქართული ფუტკარი - უნიკალურია.  ბუნებით მომადლებული სასარგებლო ნიშან-თვისებების გამო მსოფლიომ ის არაერთხელ საუკეთესოდ აღიარა და სამი ოქროს მედალი მიანიჭა. სამწუხაროდ, დღეს უკვე წმინდა რუხი ქართული ფუტკარი სუფთა სახით მხოლოდ საქართველოს მთიან ზონაში შემოინახა. სხვა რეგიონებში სულ უფრო ხშირად რუხ შეფერილობასთან ერთად  ყვითელი შეფერილობის ფუტკარიც გხვდება და ამის გამო ქართული ფუტკრის ჯიშობრივი სიწმინდე ქვეყნისა და ერის ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება, მისი ორგანიზაცია და ტექნოლოგია -   მეცნიერების და ცოდნის საგანია და ხელისუფლება უნდა უწყობდეს ხელს მათ განვითარებას და გავრცელებას.

მოსახლეობის ნაწილში ფუტკარი და მეფუტკრეობა  მხოლოდ თაფლთან არის ასოცირებული. იმავდროულად, ცნობილია, რომ ფუტკარი 6 სახის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალურ პროდუქტს იძლევა: უშუალოდ -  თაფლს,  დიდგელს, ცვილს, ყვავილის მტვერს - ჭეოს, ფუტკრის სადედე რძეს და ფუტკრის შხამს, რომელთაგან თაფლი, დიდგელი და ყვავილის მტვერი მიიღება ფუტკრის ორგანიზმში ბუნებაში არსებული მცენარეული ნივთიერებების გადამუშავების შედეგად, ხოლო ფუტკრის სადედე რძე, ცვილი  და ფუტკრის შხამი თვით ფუტკრის ორგანიზმში გამომუშავებული სეკრეტორული პროდუქტებია.

/წყარო: ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიკოსის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ქ-ნი ვენერა სტეფანიშვილის წიგნი: „ფუტკრის ბიოლოგია და მოვლა - პატრონობა“/

ფუტკრის პროდუქტები  გამოიყენებიან საკვებად და სამედიცინო დანიშნულებისთვის (აპითერაპია) როგორც დამოუკიდებლად ასევე კომპლექსურად. მათი თვისებებიდან გამომდინარე აგრეთვე აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში.                                          თაფლი შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B6, B3, B5, C, E, K, სასარგებლო წიაღისეულს (კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, რკინას, მაგნიუმს, მანგანუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და თუთიას), ასევე გლუკოზას, ფრუქტოზას, ფოლიუმის და პანტოტენურ მჟავას.

ექიმები იტყობინებიან, რომ თუ თაფლი ყოველდღე გამოყენება შაქრის  ნაცვლად, იგი  მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ქალს სილამაზეს, ჯანმრთელობას და ორგანიზმის ახალგაზრდულ მდგომარეობას.

არსებობს სილამაზის უამრავი რეცეპტი, რომელიც იქმნება  მეფუტკრეობის პროდუქტების საფუძველზე და გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: თაფლის ნიღბები, ბალზამები, ელექსირები, თაფლის კრემები, თაფლის მასაჟი, თმის და სხეულის მოვლის რეცეპტები და ა.შ.

მაგალითად, როგორც ინგლისელ ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, პრინცი ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერი-ბოულზი, დიდი ხანია ყველა კოსმეტოლოგს ამჯობინებს  დებორა მიტჩელს - ქალბატონს, რომელიც ინგლისელებისთვის ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ აწარმოებს პოპულარულ კოსმეტიკურ ხაზს Heaven («სამოთხე"), არამედ იმითაც, რომ გამოიგონა ბოტოკსის ორგანული შემცვლელი - ნიღბები ფუტკრის შხამის საფუძველზე.

ისტორიულად ცნობილია თმის მოცილების ხერხი კრისტალიზებული თაფლის გამოყენებით.ზოგიერთ იუდაურ და მუსლიმანურ წყაროებში მოხსენიება, რომ ლეგენდარული ქალი, საბას დედოფალი, ფეხის თმას იცილებდა ამ სახის მალამოების მეშვეობით და რომ თმის მოსაცილებელი მალამოების ქილებს მას უგზავნიდა მეფე სოლომონი.

აპითერაპიიდან ცნობილია აგრეთვე, რომ  თაფლის და დარიჩინის კომბინაცია კურნავს ბევრ დაავადებებას და ძალიან ეფექტური წონის დაკლებისთვის.

თაფლის მასაჟი ხელს უწყობს ქსოვილებში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, აუმჯობესებს  კანის საერთო მდგომარეობას. ახდენს კანის ფორების გაწმენდას. კანი ხდება ხავერდოვანი, იზრდება მისი ელასტიურობა. მასაჟი არის ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადი მატონიზირებელი, ასევე მკურნავს ართროზსს, ძილის დარღვევას, რადიკულიტს, თავის ტკივილს, ოსტეოართრიტს. თაფლის ნიღაბი აცილებს ნაოჭების. ეფექტურია ტუჩის ბალზამი თაფლით, თაფლი გამოიყენება თმის მოვლაში, მშრალი და უხეში ხელის კანის მოვლის შემთხვევაში და ა.შ.

კორეული მეცნიერების ახალმა გამოკვლევებმა გამაახალგაზრდავებელი კოსმეტოლოგიის სფეროში აჩვენეს, რომ ფუტკრის შხამიდან წარმოებულები პრეპარატები წარმოადგენენ ახალ საშუალებებს კანის ასაკობრივი ცვლილებების გასანეიტრალებლად. ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურეს, რომ შხამი ეფექტურად ააქტიურებს კოლაგენის წარმოებას, რომელიც აკონტროლებს  კანის ელასტიურობას. გარდა ამისა, მეცნიერების თქმით, როგორც დასტურდება კვლევების შედეგად წარმოებული ახალ საშუალებები ჩაანაცვლებენ ბოტოკსს.

კატეგორია: ფუტკრის მოვლა | ნანახია: 3105 | დაამატა: futkari | ტეგები: ფუტკარი, დედა ფუტკარი, ფუტკრის მოვლა, გამოყვანა | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 7
7 sawaffocA
0
viagra low blood pressure Vadlamudi and colleagues were the first to demonstrate altered PELP1 localization in human tumors and show that cytoplasmic PELP1 signaling promotes Tam resistance in ER breast cancer cell line models 17, 18, 45

6 sawaffocA
0
cialis pills for sale Reactive Arthritis falls within the subclass of seronegative spondyloarthropathies that affect the axial skeleton

5 keephelm
0
Wandering The Woods For A Breast Cancer Treatment accutane back acne There is no heartbeat

4 Sweennawn
0
Furthermore, PKC О± overexpression may be predictive of TAM treatment failure, since expression is high in the primary biopsy and does not increase in the second biopsy following TAM exposure buy priligy reddit

3 cMOtljVTm
0
tamoxifen 20 mg com 20 E2 AD 90 20Viagra 20Natural 20Con 20Sandia 20Y 20Limon 20 20Viagra 20Opinie 20Sfd viagra opinie sfd There were reports that talks on a bilateral security agreement, which have been ongoing in the past two weeks, were delayed because of the incident

2 tlkDSsL
0
This type of surgery is only used for pre cancers and not invasive cancer buy cheap generic cialis uk Rhodes A, Cecconi M, Hamilton M, Poloniecki J, Woods J, Boyd O, Bennett D, Grounds RM Goal directed therapy in high risk surgical patients a 15 year follow up study

1 ა.ეჯიბაძე
0
როდესაც მასალას იღებთ სხვა საიტიდან - უნდა მიუთითოთ წყარო და ავტორიც

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები