სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » ივლისი » 22 » ფუტკრები - მთავარი დამტვერავნი
8:46 PM
ფუტკრები - მთავარი დამტვერავნი

  გავიხსენოთ 2013 წელი, როდესც თუნდაც ვაშლის მოსავალი ზოგირეთ რეგიონში ჩვეულებრივზე ნაკლები იყო, რადგანაც ამ  მცენარის ყვავილობის დროს ფუტკრებს წვიმისა და ცივი ამიდის სახით დაბრკოლება შეექმნათ.

  ჩვენი მცენარეების, როგორც ველური, ასევე შინაური ჯიშების  ოთხმოცი პროცენტი მხოლოდ ამ არსებების დამტვერვაზეა დამოკიდებული, ხოლო აქედან 80 პროცენტი წილი მეთაფლია ფუტკარზე მოდის. მათზეა დამოკიდებული ხილი, ბოსტნეული, ყვავლილები/მრავალწლიანი ნარგავები და საერთოდ სასოფლო სამეურნეო კულტურები. მხოლოდ გერმანიაში ეკოლოგიური და ეკონომიური ღირებულება აღნიშნული დამტვერვისა შეფასებულია 2 000 000 000 ევროდ. შესაბამისად ამ არსების ეს  ღვთისნიერი თვისება უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ეს მხოლოდ თაფლია.

  კვლევებმა ცხადჰყვეს, რომ ფუტკრის მუშაობამ რაფსის მინდვრებზე ჭოტის  მოგება  30 პროცენტით გაზარდა. (ვიკიპედია: რაფსი, მეთაფლია მცენარე შალგისა და კომბოსტოს შეჯვარებით გამოყვანილი, ნაყოფი ჭოტი.) ამ არსებების მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად მკვეთრად იმატა ბოსტნეულისა და ხილის, როგორც რაოდენეობამ, ასევე ხარისხმა. ამ მაჩვენებლების გამო საგრძნობლად გაიზარდა ფუტკრების ამ მიზნით გამოყენება.  სწორედ ამის გამო უკვე 4000 ათასამდე ოჯახი ემსახურება ალტენ ლანდში (ძველ მიწა)  ვაშლის        პლანტაციების დამტვერვას. სასურსათო სამარკეტო  ქსელის „Whole Foods Markets -ის“ მიერ ფუტკრების დასაცავად წარმოებულ კამპანიის ფარგლებშიც კი ნათლად ჩანს თუ, როგორი დაცარიელებული იქნებოდა დახლები მაღაზიებში ამ არსებების გაუჩინარების შემთხვევაში.       ეს ყველაფერი , რომ უმნიშვნელოვანესია მხოლოდ „Spiegel” ის ერთერთი სტატიის სათაურიც კი კმარა;  „ფუტკრებმა სოფლის მეურნეობას მილიარდები მოუტანეს“.

  დამტვერვის დანარჩენ 20 პროცენტ წილს საკუთარ თავზე იღებენ სხვა მწერები. როგორებიც არიან მაგ: ბაზები და ველური ფუტკრები. ისინი  მეთაფლია ფუტკრისაგან განსხვავებით მარტოკა  ან  ერთად, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით ცხოვრობენ. ველური ფუტკრების უმრავლესობა სხვა და სხვა სახის ყვავილებიდან  ხილის ყვავილებს ანიჭებს უპირატესობას.  ისინი საკუთარი ბუდის ახლო მიდამოში აგროვებენ ნექტარს. მათ ამ თვისებებს კი რათქმა უნდა გლეხები იყენებენ თავიანთი ხილის პლანტაციების საკეთილდღეოდ. (განსაკუთრებით იაპონიაში, ბოლო დროს იმატა ჩვენთანაც). თუ გსურთ დაათვალიეროთ ველური ფუტკრების სამყარო გადადით ლინკზე.  ნახევარზე მეტი გერმანიაში მობინდრე  560 ველური ფუტკრის სახეობიდან (290 შლესიგ-ჰოლშტაინში)  გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება და არის წითელ წიგნში შესული. ნაწყვეტი 2014 წლის მოხსენებიდან „ნადირობა და სახეობათა დაცვა შლესიგ-ჰოშტაინში“.  „ ჩვენ ვეხმარებით ამ სახეობებს ხელოვნური ბუდეებით, მაგრამ  ეს რა თქმა უნდა მათთვის უსაფრთხოების გარანტი არ არის“.

 

   ღირს ყურება!!!  "More than Honey"  „მეტი ვიდრე თაფლი“  ფლმის თრეილერი ფუტკრების შესახებ იხილეთ აქ  

 

კატეგორია: უცხოური სიახლეები | ნანახია: 1135 | დაამატა: futkari | ტეგები: ფუტკარი, დამტვერვა., ფუტკრის მკურნალობა, ფუტკრის მოვლა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები