სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » ივლისი » 28 » ფუტკრის გაუჩინარება
11:42 AM
ფუტკრის გაუჩინარება

ფუტკრის გაუჩინარება

   გაზაფხული, მიზეზი მეფუტკრის დიდი სიხარულისა. აი უკვე ცივი ზამთრის თვეებიც მიილია. გაზაფხულის თბილ სხივთან ერთად დაიწყო ფუტკრების მხირულებაც.... ამღერება, მაგრამ..... სამწუხაროა რომ სწორედ გაზაფხულის დასაწყისი ბევრი მეფუტკრისათვის უარყოფითი ემოციებით დატვირთულ რიტუალთან ასოცირდება. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მათი ფუტკრების ოჯახების ერთი მესამედი ზამთრის განმავლობაში დაიღუპა. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ხომ არაა მკაცრი ზამთარი მასობრივი სიკვდილისა. მკვლევარები ”Havard School of Public Health–სა“. hsph.harvard.edu ვარაუდობენ რომ ეს ყოველივე შეიძლება გამოწვეული იყოს მცენარეთა დაცვის საშუალებებით, პესტიციდებით.

 

სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეთაფლია ფუტკრისა ყოველწლიურად მატულობს

   როგორც ევრო კავშირის მოხსნებაშია ნათქვამი, საქმე გვაქვს ფენომენთან ევროპის მასშტაბით. ყველაზე მეტი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 33 პროცენტი არის ბელგიაში . შვედეთში და დიდ ბრიტანეთში კი 30 პროცენტიანი ვარდნაა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ათ პროცენტიანი ვარდნა დღეის მდგომარეობით ბუნებრივი მოვლენაა. გერმანიაში კი სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელი 2012–2013 წლებში 14 პროცენტია. მიუხედავად ამისა, აქაც ეს საუბედუროდ მზარდი პრობლემაა. მთავარი ბიძგის მიმცემად მასობრივი სიკვდილისა ბევრი მოსაზრება არსებობს: პარაზტები, დაავადებები, დაქვეითებული იმუნური სისტემა, ან იქნებ საერთოდ, ფუტკრებისათვის მომწამვლელი პესტიციდებია ამ ყოველივეს საფუძველი.

ზოგიერთი მცენარეთა დაცვის საშუალება იგივე შხამი ფუტკრის ნერვული სისტემისათვის

   ფუტკრების რაოდენობის შემცირების შესახებ გამართული დისკუსიების ეპიცენტრში უკვე ბოლო წლებია მოექცა მცენარეთა დაცვის საშუალებები, კერძოდ, „ნეონიკოტინოიდი“; ეს უკანასკნელი ფუტკრის ორგანიზმზე საკმარისად უარყოფით გავლენას ახდენს. როდესაც საუბარია „ნეონიკოტინოიდზე“ თავისთავად უნდა ვიგულისხმოთ მთელი რიგი საშუალებები მცენარეთა განვითარებისთვის მიჩნეული, რომლებიც ძირითადად ნათესებისა და ნერგების პროფილაქტიკისთვის ან მკურნალობისთვისაა განკუთვნილი. „ნეონიკოტინოიდი“ მოქმედებს როგორც შხამი ფუტკრის ნერვულ სისტემაზე. ფუტკარი მის წინაშე სრულიად დაუცველია და ამ არსებისათვის საბოლოოდ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ფუტკარი შხამის ზემოქმედების შედაგად უეცრად კარგავს ორიენტაციას, მოაქვს უფრო და უფრო მცირე რაოდენობის საკვები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთხსენებული შხამი უმალვე უსუსტებს ამ არსებას იმუნიტეტს. სწორედ ამიტომაც ის საკმაოდ ადვილად ემონება პარაზიტებს, ვაროას თუ სხვა დაავადებას

.

ჰავარდის კვლევა:

ნეონიკოდინოიდი ფუტკრებს 50 პროცენტით მასობრივად შეამცირებს

   2014 წლის კვლევაში რომელიც ჩაატარა "Havard School of Public Health"-მა დაამტკიცა ვარაუდი, რომ სწორედ „ნეონიკოტინოიდია“ მთავარი ბოროტმოქმედი ფუტკრების გაუჩინარებაში. კვლევაში გამოყენებულ იქნა „ნეონიკოტინოიდის“ ჯგუფში შემავალი -„ Clothianidin“ და „ Imidacloprid “. ისინი ფიქრობდნენ რომ ეს ორი იყო ძირითადი დამნაშავე ამ ყოველივეში. კვლევებმა მეცნიერების ვარაუდი გაამართლა: ფუტკრების სრულიად ორმოცდაათმა პროცენტმა, რომლებიც ცდების განმავლობაში, მთელი სეზონი მუშაობნენ მცენარეებზე, რომლებსაც ნეონიკოტინოიდის ამ სახეობებთან ჰქონდათ შეხება, ზამთარი ვერ გადაიტანა, დაიღუპა. საცდელი ფუტკრების იმ ნაწილს, რომლებსაც ამ ორ ნივთიერებასთან არ ჰქონდა არანაირი შეხება, მხოლოდ ათი პროცენტი გამოაკლდა. ათი პროცენტი კი სრულიად ბუნებრივია აცხადებენ მეცნიერები. გამოცდილი პროფესორი ჩენშენგ ლუ ამტკიცებს: „ჩვენ კვლევების შედეგად მრავალჯერ დავამტკიცეთ, რომ ამ ნივთიერებებს ფუტკრების მთელი კოლონიის ამოხოცვა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სრულიად საღი ფუტკარი შედის ზამთრის სეზონში „ნეონიკოტინოიდი“ კი თავის საქმეს ზამთარში აკეთებს“.

კვლევის მეთოდი

   კვლევის განმავლობაში მეცნიერებმა სამი ერთმანეთისაგან დაშორებული სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილი გამოიყენეს. რაოდენობა საცდელი ოჯახებისა იყო სულ თვრამეტი. კვლევის ობიექტი იყო ფუტკრის სამი კოლონია. თითოში ექვსი ოჯახი შედიოდა. ერთი გეოგრაფიული გარემო იყო „Clothianidin“ ით დაბინძურებული, მეორე „ Imidacloprid“ -ით, მესამე კოლონია ფუტკრებისა მუშაობდა გარემოში, სადაც მცენარეები არ იყვნენ ამ ნივთიერებით დამუშავებული. შედეგი კი ზემოთხსენებულია. აღსანიშნავია, რომ მოწამლული ფუტკრების ყველაზე დიდი მტერი ცივი ზამთარია.

 

 
კატეგორია: უცხოური სიახლეები | ნანახია: 1896 | დაამატა: futkari | ტეგები: ფუტკრის გაუჩინარება, ფუტკრების მასიური სიკვდილი, ფუტკარი, პესტიციდები, ფუტკრების კვდომა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები