სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » ივლისი » 23 » სადედე რძე - ჯანმრთელობის ელექსირი
12:00 PM
სადედე რძე - ჯანმრთელობის ელექსირი

დადგენილია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე ბიოლოგიურად უფრო აქტიური პროდუქტი ცოცოხალი ორგანიზმის გამრავლების,განვითარებისა და გაახალგაზრდავებისათვის.იგი წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას(მათ შორის 10 მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეშია), ვიტამინებს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) 300-მდე მიკროელემენტებს. მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში არსებობს გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.

  ფუტკრის სადედე რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ და ჩანასახვიდანვე ადამიანის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის.

გადაღლილობისას შეუძლია ენერგიის სწრაფი აღდგენა.

ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.შესამჩნევად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას.ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას(განსაკუთრებით სასქესო ჯირკვლების),ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნის წარმოქმნას.ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას,ახდენს არტერიული წნევის რეგულირებას.

ფუტკრის სადედე რძე ძალზედ ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას.იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს,მათ შორის სოკოს და ტუბერკულოზის(კოხიკინი)ჩხირებს.არის საუკეთესო ანტირადიაციული საშუალება.შუცვლელი პროდუქტია პარფიუმერიაში.გამოიყენება როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური მიზნით.
 

მიღების დოზა: ფუტკრის სადედე რძის პროფილაქტიკური დღიური დოზა ზრდასრულთათვის დღეში 0,2 გრამია.16 წლამდე მოზარდთათვის 0,1 გრამი. სამკურნალო დოზა დგინდება ექიმთან(აპითერაპევტი) შეთანხმებით.


მიღების წესი:ფუტკრის რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30წთ-ით ადრე,ვითავსებთ ენის ქვეშ გაწოვამდე ,დღის პირველ ნახევარში.


უკუჩვენება: იშვიათად,მაგრამ ზოგიერთი ინდივიდისთვის ფუტკრის სადედე რძემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია,რაც გამოიხატება ნერვული აღზნებადობით,თავის ტკივილით და უძილობით.ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ დოზა ან შევწყვიტოდ მიღება.

ფუტკრის სადედე რძე არ არის რეკომენდირებული ადისონის(თირკმელზედა ჯირკვალის დაავადება) დროს.

ფუტკრის სადედე რძე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება მიიღოს იმ ინდივიდებმა,რომელთაც აქვთ სისხლის გადაჭარბებული შედედების უნარი ან აქვს ჰიპერკუაგულაციისადმი მიდრეკილება.


შენახვის პირობები: ფუტკრის სადედე რძე ადვილად ფუჭებადი პოდუქტია.იგი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულ და სტელირულ ჭურჭელში, ჰაერთან კონტაქტის გარეშე.

ფუტკრის სადედე რძე ინახება მაცივარში ან თერმოსში +2C-დან +6C-მდე.

ტრანპორტირებისას ან დროებით შენახვისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბოთლი გაყინული წყლით.

 

 
კატეგორია: პროდუქტები | ნანახია: 1431 | დაამატა: futkari | ტეგები: სადედე რძე, მიღება, სადედე რძის აღება, დედა ფუტკარი, რძე, მკურნალობა, ფუტკრის მოვლა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები