სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2014 » აპრილი » 9 » ვაროატოზის სამკურნალოდ
2:22 PM
ვაროატოზის სამკურნალოდ

 

   ვაროატოზის საწინააღმდეგოდ ნ. შტემპელევსკიმ იმუშავა წითელი წიწაკის ნაყენის გამოყენება ("პჩელოვოდსტვო”, №7, 1987წ.). რეცეპტი და გამოყენების მეთოდი შემდეგია: ნაყენის მოსამზადებლად მაკრატლით ან დანით იჭრება 50-60 გრ გამხმარი წითელი წიწაკა 1სმ-იან ნაჭრებად, იყრება თერმოსში და ესხმება ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი იხუფება და ჩერდება 10-20 საათს. მიღებული ნაყენი შეიძლება შევასხუროთ ჩარჩოზე მსხდომ ფუტკარს. შესხურება შეიძლება ბარტყიან ჩარჩოებზეც. შესასხურებელ 1 ლიტრა ნაყენს ემატება 200 მლ რძე და 200 გრ შაქარი. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იქნეს. შესასხურებლად ვიყენებთ ხელის პულვერიზატორს, ან საღებავების გამფრქვევს.

   შესხურება წლის განმავლობაში ტარდება სამჯერ: 1. ადრე გაზაფხულზე, თაფლის გამოწურვის შემდეგ, და შემოდგომაზე, უბარტყო პერიოდში. თუ ოჯახს ბარტყი არ ჰყავს, მაშინ ერთხელ შესხურებაც საკმარისია. როცა ბარტყი ჰყავს, წიწაკის ნაყენს ვასხურებთ სამჯერადად 5-6 დღის ინტერვალით.

  იმავე ნაყენით შეიძლება დავამუშაოთ ზაფხულის განმავლობაში შექმნილი უბარტყო ხელოვნური, ან დაჭერილი ბუნებრივი ნაყარები.

 
კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 1231 | დაამატა: futkari | ტეგები: ფუტკარი, ფუტკრის მკურნალობა, ვაროატოზი, მკურნალობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები